AML ანალიტიკოსი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

05 Mar, 26

Salary

0.0

Posted On

05 Dec, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Analytical Thinking, Client Service Principles, Financial Monitoring, Regulatory Knowledge, Data Analysis, Office Software Proficiency, Critical Thinking, Detail Orientation, Organizational Skills, Banking Procedures Knowledge, English Proficiency, Economic Knowledge, Consultation Skills, Report Writing, Trend Analysis

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ძირითადი ფუნქციები: ბანკის ძირითადი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზიდან ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი; კლიენტების შესწავლა, ანალიზი და გადაწყვეტილება მიღება მათ მომსახურებასთან დაკავშირებით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაოს შესრულება და ბანკის სხვა თანამშრომელთა კონსულტირება; საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების გამოვლენა, ანალიზი და რეპორტის მომზადება; შიდა პროცესების აღწერა და დადოკუმენტირება; საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოძიება; ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ქვეყანაზე; ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენა; რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე; ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კვალიფიკაცია აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის საკითხებზე საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების ცოდნა სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის გამოცდილება საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების ცოდნა კლიენტთა მომსახურების ზოგადი პრინციპების ცოდნა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი შესრულებული სამუშაოს შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების წერის უნარი დეტალებზე ორიენტირებულობა / ორგანიზებულობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The AML Analyst will be responsible for obtaining, systematizing, and analyzing information from the bank's main database. They will also study clients, analyze suspicious operations, and prepare reports.
Loading...