ქოლ - ცენტრის ოპერატორი (ქ. ქუთაისი) at Cellfie Mobile
Kutaisi, Imereti, Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

09 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

11 May, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Customer Service, Communication Skills, Problem Solving, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Georgian Language, Conflict Resolution

Industry

Telecommunications

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის როლზე. სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს. შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი. ძირითადი მოვალეობები: ** სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება ** არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა ** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა) ** პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება ** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: **უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი **მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად **ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; დამატებით უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად **MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება **გამართული მეტყველების უნარი **კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2026 დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: • პასუხისმგებლობას (Ownership) • საქმის ხახრისხიან შესრულებას • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: • დასახო ამბიციური მიზნები • თამამად გამოხატო შენი აზრი • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი • ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Responsibilities
Handle incoming calls to provide effective service and information regarding company offerings to existing and potential subscribers. Identify customer problems and implement solutions to maintain high levels of satisfaction and loyalty.
Loading...