ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი at Cellfie Mobile
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

02 Jul, 26

Salary

0.0

Posted On

03 Apr, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

IFRS, Financial Reporting, Accounting, Data Analysis, Microsoft Office, Analytical Thinking, Critical Thinking, Time Management, Communication, Automation, Audit Support, Financial Analysis

Industry

Telecommunications

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის როლზე. სამუშა ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი ძირითადი მოვალეობები: ** IFRS სტანდარტები: IFRS კორექტირებების კალკულაციების წარმოება, შესაბამისი სამუშაო ფაილების მომზადება და მართვა, შედეგების სისტემაში შესაბამისი პერიოდულობით ასახვა; **გარე აუდიტორებთან ურთიერთობა: კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებისა და განცალკევებული ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება; საჭირო ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება; ** არააუდიტირებული რეპორტები: შემოკლებული ინდივიდუალური შუალედური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ბუღალტრული გატარებების ანალიზი, საჭირო კალკულაციების მომზადება; ** ავტომატიზაცია: ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირებაში მონაწილეობის მიღება; ** Ad-hoc ანალიტიკური დავალებები: მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის / გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მობილიზება, ანალიზი და შედეგების კომუნიკაცია ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე; თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს: ** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნეს-ადმინისტრირების/ფინანსების განხრით; ** ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპების ცოდნა და ანალიზის უნარი; ** Ms microsoft პროგრამების სიღრმისეული ცოდნა; ** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** შეუსაბამობების აღმოჩენის გამორჩეული უნარი და მონაცემთა სიზუსტისადმი ერთგულება; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი, 2026. უპირატესობად ჩაითვლება IFRS სტანდარტების ცოდნა და აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: • პასუხისმგებლობას (Ownership) • საქმის ხახრისხიან შესრულებას • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: • დასახო ამბიციური მიზნები • თამამად გამოხატო შენი აზრი • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი • ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Responsibilities
The specialist will manage IFRS calculations, prepare financial reports, and assist in the annual audit process. They will also focus on automating financial reporting and providing ad-hoc analytical support to various departments.
Loading...