გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტი (ქ. ახალციხე) at Cellfie Mobile
Akhalts'ikhe, Samtskhe-Javakheti, Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

12 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

14 May, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Sales, Distribution, Partner Acquisition, Inventory Control, Staff Training, Reporting, MS Office, Communication, Decision Making, Organization

Industry

Telecommunications

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტის როლზე, ქ. ახალციხეში. სამუშაო ადგილი: სამცხე - ჯავახეთი, ახალციხე. ძირითადი მოვალეობები: ** ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება ** არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გარე სავაჭრო ქსელში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა ** ალტერნატიული გაყიდვების არხების მოძიება და ორგანიზება ** გარე სავაჭრო ობიექტების გაფორმება ბრენდთან შესაბამისობაში ** სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების კონსულტანტების სწავლება და მხარდაჭერა ** სავაჭრო ობიექტებზე ნაშთების კონტროლი ** შესაბამისი რეპორტების წარმოება თუ ეს როლი გაინტერესებს, შენგან ველოდებით: ** უმაღლეს განათლებას ან სტუდენტის სტატუსს ** გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილებას (სასურველია) ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობას - უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის უნარს ** B კატეგორიის მართვის მოწმობას ** ორგანიზებულობასა და შრომისმოყვარეობას ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს ** ანგარიშგების მომზადების უნარს გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2026. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: • პასუხისმგებლობას (Ownership) • საქმის ხახრისხიან შესრულებას • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: • დასახო ამბიციური მიზნები • თამამად გამოხატო შენი აზრი • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი • ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Responsibilities
The role focuses on identifying new retail partners and increasing sales within the existing external trade network. Responsibilities include managing brand compliance at retail sites, training sales consultants, and monitoring inventory levels.
Loading...