სტაჟიორი - ფინანსების მიმართულებით, IFRS რეპორტინგის განყოფილება at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

21 Jul, 26

Salary

0.0

Posted On

22 Apr, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial reporting, IFRS, Data analysis, Excel, Word, PowerPoint, SQL, Power BI, Communication, Analytical skills, Attention to detail, Reporting, Audit support

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს JSC TBC Bank-ის და TBC Bank Group PLC-ს IFRS-ული შედეგებისა და ანგარიშგებების მომზადებასა და ანალიზს. გუნდი მუშაობს შიდა და გარე stakeholder-ებთან და აქტიურად არის ჩართული რეპორტინგის პროცესებში. შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები: SA ბანკისა და კონსოლიდირებული IFRS შედეგების მომზადების, ანალიზისა და რეპორტინგის პროცესში; წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, აუდიტის პროცესის მხარდაჭერასა და IR-ის რეპორტინგში; ყოველთვიურ/კვარტლურ/წლიურ რეპორტინგსა და ავტომატიზაციის პროექტებში. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ხარ ბაკალავრის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა; ხარ შედეგებზე ორიენტირებული, გიყვარს დეტალების ანალიზი და ამავდროულად აკონტროლებ მთლიან სურათს; გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი; არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების; ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint), პრიორიტეტულია Excel; სასურველია ტექნიკური პროგრამების (SQL, PBI) საწყის დონეზე ცოდნა . AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
Responsibilities
The intern will assist in the preparation and analysis of IFRS financial results and reports for TBC Bank and TBC Bank Group PLC. Responsibilities include supporting the annual financial reporting process, audit support, and contributing to automation projects.
Loading...