IT ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი - ბორჯომი / ხაშური at TBCBANK
Borjomi, Samtskhe-Javakheti, Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

21 Jul, 26

Salary

0.0

Posted On

22 Apr, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Windows systems, Active Directory, Intune, Hardware diagnostics, TCP/IP, DNS, DHCP, LAN/Wi-Fi troubleshooting, ITSM, Jira Service Management, Confluence, Analytical thinking, Problem solving, Communication, Technical support, Network infrastructure

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტის მიზანია ბანკის სერვისცენტრების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების უზრუნველყოფა კომპიუტერულ - ტექნიკური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით: ინციდენტების სწრაფად და ხარისხიანად მოგვარება, პროგრამული ცვლილებების და განახლებების უსაფრთხო დანერგვა, თანამშრომელთა ახალი სამუშაო გარემოს მოწყობა/გამართვა, დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტირება, ჩანაცვლება და პრევენციული პროფილაქტიკური სამუშაოები სერვისცენტრების მასშტაბით. ძირითადი პასუხისმგებლობები: სერვისცენტრებისთვის ყოველდღიური ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაწევა, თანამშრომელთა ტექნიკური საჭიროებების მართვა და სამუშაო პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფა ახალი და არსებული სამუშაო სივრცეების ქსელურ ინფრასტრუქტურული მოწყობა და ტესტირება სამუშაო ტექნიკის, პერიფერიების, ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციების გამართვა დაზიანებული ტექნიკის იდენტიფიცირება და დიაგნოსტიკა, პრობლემის გამომწვევი აპარატურული მიზეზების დადგენა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება, კონფიგურაცია ტექნიკური ინციდენტების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და გადაჭრა ინციდენტების დროული დაფიქსირება და შესაბამის SLA ვადებში რეაგირება შეუფერხებელი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა ოპერაციული სტანდარტების მიხედვით კვალიფიკაცია Windows სისტემების საფუძვლიანი ცოდნა: კონფიგურაციები; პროფილები; Active Directory; Intune კომპიუტერული ტექნიკის არქიტექტურის ცოდნა: CPU/RAM/Storage დიაგნოსტიკა, პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები. პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება, კონფიგურაცია და ფუნქციური ტესტირება. საბაზისო ქსელური უნარები: TCP/IP, DNS, DHCP, LAN/Wi-Fi troubleshooting; ქსელურ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთქმედება (პორტები, VLAN საბაზისო გაგება). ITSM სისტემებთან (Jira Service Management, Confluence) პროფესიული მუშაობის მომხმარებელთან ეფექტიანი, თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია. ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მიზეზის სწრაფი დადგენა და ოპტიმალური გამოსავლის პოვნა. პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. გუნდური მუშაობის მაღალი კულტურა — თანამშრომლობა IT, უსაფრთხოების და ოპერაციულ გუნდებთან. AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
The specialist is responsible for ensuring the continuous, safe, and efficient operation of bank service centers by providing technical support. This includes diagnosing hardware issues, managing network infrastructure, and resolving technical incidents within defined SLA timelines.
Loading...