საკასო ოფიცერი - თბილისი at JSC Bank of Georgia
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

14 Jun, 26

Salary

0.0

Posted On

16 Mar, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Team Player, Fast, Flexible, Organized, Detail-Oriented, Cash Operations, Cash Collection, Cash Bag Preparation, Cash Bag Management, Stock Monitoring, Cash Counting, Reporting, Computer Literacy, Responsibility, Punctuality

Industry

Banking

Description
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს „საქართველოს ბანკის“ ნაღდი ფულის და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საკასო ოფიცრისთანამდებობაზე თბილისში. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: • მონაწილეობას მიიღებ საკასო/საინკასაციო პროცესებში და წარმართავ შესაბამის ოპერაციებს; • მოამზადებ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთებს; • უზრუნველყოფ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთების მიღებას, გადატანას, შენახვას, გადაცემას თუ დახარისხებას; • უზრუნველყოფ მარაგების მონიტორინგს; • წარმართავ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებასა და ნაღდი ფულის გადათვლას; • ჩაერთვები საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების პროცესში; • აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: სავალდებულო მოთხოვნები: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან/სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე; • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა; • გუნდური მუშაობის უნარი; • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; დამატებითი ინფორმაცია:აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას. ჩვენ გთავაზობთ: • დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; • განვითარების შესაძლებლობას როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი, 2026.
Responsibilities
The role involves participating in and managing cash collection/incassation processes, preparing and handling cash bags, ensuring proper storage, transfer, and sorting of cash, and monitoring stock levels. The officer will also be responsible for forming related documentation, counting cash, and responding to operational issues.
Loading...