Q/A ტესტერი at Cellfie Mobile
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

21 Sep, 26

Salary

0.0

Posted On

23 Jun, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

QA Testing, Web Testing, Mobile Testing, Backend Testing, Test Case Design, SDLC, Agile, Scrum, Functional Testing, Regression Testing, Integration Testing, Smoke Testing, API Testing, English Language, Russian Language

Industry

Telecommunications

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Q/A ტესტერის როლზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი ძირითადი მოვალეობები: **ტესტირების გეგმის შემუშავება და შესრულება არსებული და ახალი ტელკო პროდუქტებისთვის (Web, Mobile, Backend სისტემები და ა.შ.) **ტესტის შემთხვევების დაგეგმვა, დაწერა და ოპტიმიზაცია **ტესტირების სხვადასხვა ტიპის განხორციელება (Functional, Regression, Integration, Smoke etc) **დეფექტების და შეცდომების აღმოჩენა, მათი დეტალური დოკუმენტირება. **მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა გუნდებთან და დეველოპერებთან **ტესტირების პროცესის გაუმჯობესება და ავტომატიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** 2+ წლიანი გამოცდილება QA ტესტირებაში ** გამოცდილება Web და Mobile აპლიკაციების ტესტირებაში ** ტესტის შემთხვევების შექმნის გამოცდილება (Test Case Design) ** ცოდნა ტესტირების ციკლის, SDLC და Agile/ Scrum პროცესების შესახებ ** პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და კომუნიკაცია) უპირატესობად ჩაითვლება: ** ტელეკომუნიკაციების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ** ავტომატიზაციის და მანუალური ტესტირების ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება (Postman, SoapUI RestAssured Selenium, Appium ან მსგავსი) ** API ტესტირების უნარები გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი, 2026 დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: • პასუხისმგებლობას (Ownership) • საქმის ხახრისხიან შესრულებას • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: • დასახო ამბიციური მიზნები • თამამად გამოხატო შენი აზრი • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი • ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Responsibilities
Develop and execute testing plans for Web, Mobile, and Backend systems, including the creation and optimization of test cases. Identify and document defects while collaborating with developers to improve the testing process and automation initiatives.
Loading...