რისკების მართვის უფროსი მენეჯერი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

03 Feb, 26

Salary

0.0

Posted On

05 Nov, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Risk Management, Portfolio Analysis, Credit Risk, Data Analysis, Agile Methodologies, Financial Modeling, Stress Testing, Presentation Skills, English Proficiency, Excel Skills, Regulatory Compliance, Decision Making, Problem Solving, Team Collaboration, Communication Skills, Analytical Skills

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა რას გააკეთებ: შენი პასუხიმგებლობა იქნება პორტფელური რისკ პარამეტრების ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი, სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების ბიუჯეტირება და მართვა, სტრეს ტესტებისა და რისკის გაზომვის მოდელების დამუშავება, სხვადასხვა ფაქტორების რეგულარული ანალიზი სარისკო გარემოებების დროულად გამოვლენის მიზნით; იმუშავებ Agile გუნდებთან საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, საკრედიტო რისკების ანალიზისა და მართვის მიზნით; წაუძღები საკრედიტო პორტფელის მართვისა და ანალიზის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების სისტემურ დახვეწასა და სიახლეების დანერგვას, დაკრედიტების მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების პროცესს; პასუხისმგებელი იქნები დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კონტროლსა და ანალიზზე; უზრუნველყოფ განხილვების და პრეზენტაციების მომზადებას გარე და შიდა მომხმარებლისათვის ინგლისურ ენაზე; მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო პროდუქტების, მეთოდოლოგიების, პოლიტიკებისა და პროცედურებისა შექმნასა და დახვეწაში; კვალიფიკაცია კარგი იქნება, რომ გქონდეს: უმაღლესი განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით; საბანკო სექტორში საკრედიტო ან პორტფელის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; მონაცემთა ბაზებზე მუშაობის გამოცდილება; მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკური უნარები, განსაკუთრებით Excel მაღალ დონეზე ცოდნა; ინგლისურ ენის მაღალ დონეზე ცოდნა; პრეზენტაციების მომზადების უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე); დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
You will be responsible for daily monitoring and analysis of portfolio risk parameters, budgeting and managing reserves for potential loan losses, and developing stress tests and risk measurement models. You will work with Agile teams to monitor and control the quality of the credit portfolio and analyze and manage credit risks.
Loading...