სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - ფრონტიქსის მომხმარებლის ჩართულობა at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

30 Dec, 25

Salary

0.0

Posted On

01 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Technical Task Management, Agile Methodologies, Process Analysis, Business Process Development, UI/UX Principles, Database Management, Business Analysis, Leadership, Collaboration, Stakeholder Engagement, Product Management, Teamwork, Strategic Thinking, Initiative, Customer Focus, Problem Solving

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, ფრონტიქსის ( FRONT X) მომხმარებლის ჩართულობის გუნდში ვეძებთ - სერვის ექპსერტს/ გუნდის ლიდერს ! Front X არის შიდა პლატფორმა, რომელსაც ბანკის თანამშრომლები იყენებენ სერვის ცენტრებში მოსულ მომხმარებლებთან ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის. ვის ვეძებთ? თუ ხარ მოტივირებული, სტრატეგიულად მოაზროვნე, ინიციატივიანი, ლიდერული თვისებებით , მოგწონს განსხვავებული გზების ძიება და გაქვს სურვილი გაუმარტივო შიდა მომხმარებლებს ყოველდღიურობა ამასთან შენი ტექნიკური უნარები და გამოცდილება თანხვედრაშია მოთხოვნებთან, მაშინ გელოდებით! რას გააკეთებ გუნდთან ერთად : • შენ იქნები პროდუქტზე ორიენტირებული გუნდის (PAT ) წევრი და იზრუნებ Front X ის მომხმარებლებისთვის ისეთი ფუნქციონალების შექმნაზე, რომლებიც მათ საჭიროებაზეა მორგებული და ხელს შეუწყობს პლატფორმის გამოყენების ზრდას და სარგებლიანობას • ითანამშრომლებ სტეიკჰოლდერებთან და სხვა დაკავშირებულ მხარეებთან. PO -სთან კოლაბორაციაში იმუშავებ გუნდის მიზნების ჩამოყალიბებაზე, შეფასებასა და შესრულებაზე, • იმუშავებ Agile პრინციპებით – მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით; რატომ უნდა შემოუერთდე გუნდს: იმუშავებ Agile გუნდთან და ხელს შეუწყობ პლატფორმის განვითარებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ შიდა მომხმარებლის გამოცდილებას და მოახდენ რეალურ გავლენას მომსახურების ხარისხზე კვალიფიკაცია უნდა გქონდეს: ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება; Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება; პროცესების ანალიზის, დაგეგმვის დაფასილიტაციისუნარი ბიზნეს პროცესის ჩამოყალიბების და ტექნიკური გუნდისთვის თარგმნის უნარი UI/UX ძირითადი პრინციპების ცოდნადა დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან (SQL) და ბიზნესანალიზისმიმართულებითმუშაობის გამოცდილება კარგი იქნება რომ გქონდეს საბანკო პროდუქტებისა და საოპერაციოპროცესებისცოდნა პროდუქტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა და შესაბამისი სერთიფიკატები (მაგ.: PSPO ) ტექნიკური გუნდის მართვის გამოცდილება დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
You will be a member of a product-oriented team responsible for creating functionalities tailored to the needs of Front X users. You will collaborate with stakeholders and work in an Agile environment to enhance user experience and service quality.
Loading...