სეგმენტების განვითარების ლიდერი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

23 Mar, 26

Salary

0.0

Posted On

23 Dec, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Analytical Skills, Market Research, Customer Experience, Sales Campaign Management, Data Analysis, KPI Monitoring, Product Development, Stakeholder Collaboration, Strategy Development, Customer Retention, Financial Analysis, Business Intelligence, Trend Analysis, CRM Management, Innovation, Reporting

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, სეგმენტების განვითარების გუნდში , ვეძებთ - გუნდის ლიდერს. რას გააკეთებ? სეგმენტის სტრატეგია და ზრდა - შეიმუშავებ და მართავ სეგმენტის სტრატეგიას, ღირებულების შეთავაზებებსა და განვითარების გზებს - დააიდენტიფიცირებ სამიზნე სეგმენტების საჭიროებებს, ქცევებსა და ბარიერებს - განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ სეგმენტის KPI-ებს (მომხმარებლების მოზიდვა, აქტივაცია, შენარჩუნება, შემოსავალი, NPS და სხვა) - დააინიცირებ სტრატეგიულ ინიციატივებს ზრდისა და კომერციული შედეგების მისაღწევად პროდუქტებისა და შეთავაზებების განვითარება - ჩაატარებ ბაზრის და მომხმარებლის კვლევებს - გაანალიზებ კონკურენტების მონაცემებს და მომხმარებლის საჭიროებებს - იმუშავებ სეგმენტზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე - მჭიდროდ ითანამშრომლებ შიდა სტეიკჰოლდერებთან მომხმარებლის გამოცდილება (Customer Experience) - უზრუნველყოფ მომხმარებლის მოგზაურობის სიმარტივეს გაცნობიდან და აქტივაციიდან რეგულარულ გამოყენებამდე და შენარჩუნებამდე - იმუშავებ კულტურული, ენობრივი და პროცესებთან დაკავშირებული ბარიერების შემცირებაზე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის - იქნები სეგმენტის ინტერესების გამხმოვანებელი ორგანიზაციის შიგნით („voice of customer“) გაყიდვები და კამპანიების მართვა - დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს და მოახდენ შესრულების მონიტორინგს - გაანალიზებ შედეგებს სეგმენტის მიხედვით მომხმარებლებთან ურთიერთობა - შეიმუშავებ სტრატეგიებს მომხმარებლების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით - ითანამშრომლებ სამიზნე ჯგუფებთან - დააორგანიზებ სხვადასხვა ღონისძიებებს ანალიტიკა და რეპორტინგი - შეაგროვებ და გაანალიზებ მონაცემებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით - შეაგროვებ და გაანალიზებ ფინანსურ, ბიზნეს და მომხმარებლის შედეგებს - გააკეთებ მონაცემთა ვიზუალიზაციას და რეპორტინგს ინოვაცია და იდეების გენერირება - შეიმუშავებ ახალ იდეებს პროცესების, პროდუქტისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის - გამოიყენებ თანამედროვე კვლევებს, ტრენდებს და ტექნოლოგიებს სეგმენტის განვითარების ხელშესაწყობად კვალიფიკაცია აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, მონაცემთა ანალიტიკის ან შესაბამის სფეროში; - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტების ან სეგმენტური სერვისების ან მომხმარებელთა ჩართულობის, შენარჩუნების და CRM პროცესების მართვაში; - ძლიერი ანალიტიკური უნარები – მონაცემების გაანალიზება, ტრენდებისა და პრობლემური ზონების ამოცნობა, ინსაიტების ბიზნეს ენაზე თარგმნა; - MS Excel-ის და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება – გააზრება, როგორ გადაიქცეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება MAU/MACH-ის ზრდად, churn-ის შემცირებად და საბანკო შედეგების გაუმჯობესებად სასურველი (ჩაითვლება უპირატესად): - ანალიტიკური და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების (Power BI, Tableau ან ანალოგიური) ცოდნა; - გამოცდილება სეგმენტურ მომხმარებლებზე მუშაობაში (არარეზიდენტები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა) - გამოცდილება A/B ტესტირებაში, კამპანიების ან ჩართულობის ინიციატივების ეფექტიანობის გაზომვასა და ოპტიმიზაციაში. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The team leader will develop and manage the segment strategy, identify target segment needs, and monitor KPIs. They will also work on product development and ensure a seamless customer experience.
Loading...