სერვის ექსპერტი - არასაკრედიტო პროდუქტების და სისტემების განვითარების გუნდი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

14 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

16 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Operational Products Knowledge, Business Process Knowledge, Task Processing Experience, IT Project Experience, Agile Experience, Strong Communication Skills

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია. ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31. კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის განვითარების ლიგაში, კერძოდ არასაკრედიტო პროდუქტების და სისტემების განვითარების გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტს. სამუშაოს აღწერა გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ კორპორატიული სექტორის ბიზნეს ამოცანების და პროცესების ანალიზში დააგენერირებ იდეებს საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისთვის გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბექლოგის შექმნა/პრიორიტეტიზაციაში ჩართული იქნები პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა ეტაპში (მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში) შეაგროვებ ბიზნეს მოთხოვნებს სთეიქჰოლდერებთან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი ამოცანას (პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ დოკუმენტაციას) გუნდის წევრებთან ერთად იზრუნებ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევაზე ჩართული იქნები ბიზნესის ყოველდღიურ მხარდაჭერაში. სიახლეების შესახებ გაუზიარებ ინფორმაციას ბიზნესს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავ ტრენინგებს კვალიფიკაცია საოპერაციო პროდუქტების და ბიზნეს პროცესების ცოდნა ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამოცანის დამუშავების და დაკვეთის გამოცდილება IT პროექტებზე მუშაობის და Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება Სასურველია კანდიდატს ჰქონდეს AI პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ძლიერი კომუნიკაციის უნარები დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
You will participate in analyzing business tasks and processes in the corporate sector. You will generate ideas for improving operational processes and be involved in all stages of software development.
Loading...