მონაცემთა მეცნიერი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

20 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

22 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Data Science, Statistical Modeling, Machine Learning, Analytical Thinking, Effective Communication, Proactivity, Teamwork, Initiative, Deep Learning, NLP, Computer Vision, Data Processing, AI Development, Regression, Classification, Clustering

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის ბანკის AI-სა და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ბანკში არსებული მონაცემებისგან სტატისტიკური მოდელებისა და მანქანური დასწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ქმნის ბიზნეს ამოცანების მრავალფეროვან ანალიტიკურ გადაწყვეტებს. შენ, როგორც მონაცემთა მეცნიერი: იმუშავებ მონაცემთა მეცნიერების, სხვადასხვა მრავალფეროვანი ტიპის ამოცანაზე; ჩაერთვები მოდელების შემუშავებიდან დანერგვამდე ე.წ. end-to-end პროცესებში; განახორციელებ საკუთარ ინიციატივებს პროექტის ფარგლებსა თუ მის გარეთ; დააინიცირებ ახალ და ინოვაციურ პროექტებს ან/და თავად ჩაერთვები მსგავს პროექტებში. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გინდა იმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, სადაც შენი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოვლინდება; არ გეშინია გამოწვევების; გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი; შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია; გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული; ხარ გუნდური მოთამაშე, და გაქვს უნარი იფიქრო საერთო სარგებელზე. ძირითადი მოთხოვნები: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერების სფეროში; სტატისტიკისა და ალბათობის ძლიერი ცოდნა; კლასიკური მანქანური სწავლების ალგორითმების პრაქტიკული გამოცდილება (რეგრესია, კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია); გამოცდილება მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტებთან; Deep Learning ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება NLP და Computer Vision პროექტებში; AI აგენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება; დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
As a Data Scientist, you will work on various data science tasks and engage in end-to-end processes from model development to implementation. You will initiate new and innovative projects and participate in similar projects.
Loading...