სახელფასო სეგმენტის ლიდი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

29 Mar, 26

Salary

0.0

Posted On

29 Dec, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Banking Experience, Customer Focus, Research Skills, Strategic Thinking, Analytical Skills, Stakeholder Collaboration, Communication Skills, Presentation Skills, Team Management, Leadership, Excel, Power BI, SQL, Business Metrics, KPI Management

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდში, ვეძებთ გუნდის წევრს - სეგმენტის ლიდს. რას გააკეთებ? სტრატეგია და ბიზნეს განვითარება სახელფასო (კორპორატიული/საშუალო და მცირე ბიზნესი) სეგმენტის სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება ბანკის საერთო ბიზნეს სტრატეგიასთან შესაბამისობაში; სახელფასო პროდუქტების და სერვისების end-to-end განვითარება კორპორატიული/საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტებისთვის; სეგმენტის შემოსავლების, ზრდის და ეფექტიანობის მართვა; არსებული სახელფასო კლიენტების მომგებიანობის და პროდუქტული პენეტრაციის ანალიზი Cross-sell და Up-sell შესაძლებლობების გამოვლენა (ბარათები, სესხები, დეპოზიტები, ციფრული პროდუქტები) ბაზრის, კონკურენტების და ტენდენციების ანალიზი – ახალი შესაძლებლობების იდენტიფიკაცია. მონაცემებზე და ფინანსურ ანალიზზე დაფუძნებული მართვა სეგმენტის ფინანსური შედეგების (შემოსავლები, ხარჯები, მომგებიანობა) რეგულარული ანალიზი და მონიტორინგი; სახელფასო სეგმენტის შემოსავლების წყაროების, ფასების და დანახარჯების ეფექტიანობის შეფასება; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება მომხმარებლის ქცევის, გამოყენების, ჩართულობის და ფინანსური ეფექტის ანალიზის საფუძველზე; პროგნოზირების და სცენარების მოდელირების მხარდაჭერა. მომხმარებლის გამოცდილება და პროდუქტის განვითარება მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; ციფრული და ოპერაციული გამოცდილების გაუმჯობესება სახელფასო ორგანიზაციებისთვის; ჩართულობა საბარათე, გადარიცხვების და ყოველდღიურ ბანკინგთან დაკავშირებული პროდუქტების განვითარებაში; მომხმარებლის მოგზაურობის გაანალიზება და ოპტიმიზაცია სხვადასხვა touchpoint-ზე. მომხმარებლის ხმის (Voice of customer) ინტეგრაცია ყველა გადაწყვეტილებაში – კვლევები, უკუკავშირი, მონაცემები. სტეიქჰოლდერებთან თანამშრომლობა აქტიური თანამშრომლობა შიდა სტეიკჰოლდერებთან; გადაწყვეტილებების პრეზენტაცია და დაცვა მენეჯმენტის წინაშე. კვალიფიკაცია აუცილებელია გქონდეს: საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ( სმე და/ან კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; კვლევების გამოყენების გამოცდილება; სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; სტეიქჰოლდერებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება; ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; გუნდების მართვის და ლიდერშიპის გამოცდილება. ტექნიკური და ანალიტიკური უნარები: Excel / Power BI / SQL ან მონაცემებზე მუშაობის საბაზისო ცოდნა (უპირატესობა); ბიზნეს მეტრიკებთან და KPI-ებთან მუშაობის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The Segment Leader will be responsible for formulating and implementing the payroll segment strategy in alignment with the bank's overall business strategy. This includes managing revenue, growth, and efficiency while analyzing existing client profitability and identifying cross-sell and up-sell opportunities.
Loading...