მოდელების რისკების მართვის მენეჯერი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

04 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

06 Oct, 25

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Statistical Analysis, Machine Learning, Python, Communication, Teamwork, Decision Making, Model Validation, Risk Management, SQL, Power BI

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისი ბანკის მოდელების რისკების მართვის გუნდში ვეძებთ მოდელების ვალიდაციის მენეჯერს, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელების რისკის დონის შეფასება და ვალიდაცია. რას გააკეთებ: ვალიდაციას გაუკეთებ ახლად შექმნილ მოდელებს, რომ განხორციელდეს მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების დანერგვა. ვალიდაციას გაუკეთებ არსებულ მოდელებს, რომ უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ მისაღები ხარისხის მქონე მოდელების გამოყენება. მოამზადებ ახალი და არსებული მოდელების ვალიდაციის რეპორტებს. უზრუნველყოფ მოდელების რისკების მართვის პოლიტიკისა და სტანდარტების აღსრულებას. მართავ მოდელების ბიბლიოთეკას. ფოკუსირებული იქნები უწყვეტ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებ წინადადებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოდელების ვალიდაციის გაუმჯობესებას. კვალიფიკაცია აუცილებელია გქონდეს: ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სტატისტიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით. მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელებით რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტაში. Python-ში მუშაობის გამოცდილება. ინგლისური ენის ცოდნა. კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი. გუნდური მუშაობის კულტურა. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. სასურველია გქონდეს: Python-ში ხეზე დაფუძნებული და ნეირონული ქსელების მოდელების აგების გამოცდილება. მანქანური სწავლების პროექტის სასიცოცხლო ციკლისა და მისი კომპონენტების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა. საკრედიტო განაცხადის სქორქარდ მოდელების აგების გამოცდილება. ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა. SQL-ის ცოდნა. Power BI-ის ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The main responsibility will be to assess and validate the risk levels of statistical and machine learning models. You will also prepare validation reports and ensure compliance with risk management policies and standards.
Loading...