ანალიტიკოსი - კორპორატიული სარეაბილიტაციო კლიენტების მომსახურების დეპარტამე at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

01 Mar, 26

Salary

0.0

Posted On

01 Dec, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial Analysis, Risk Assessment, Credit Analysis, Financial Modeling, Communication Skills, Problem Solving, Proactivity, Decision Making, Project Management, Client Management, Monitoring, Reporting, Team Collaboration, Attention to Detail, Goal Orientation, Adaptability

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%. კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე სარეაბილიტაციო სექტორში. სამუშაოს აღწერა მიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს; გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს; მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს; შეაფასებ პროექტების რისკიანობას; დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნული პროექტში სწორად ასახვას; საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს; წარმართავ სესხის გაცემის პროცესს; არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან. რეგურალურად (კვარტალურად/ყოველთვიურად) დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის; გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას; მართავ ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისებას; მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად; კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად); ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ფინანსების ცოდნა; ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; თუ ხარ ენერგიული; გაქვს კარგად გამოხატული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - შეგიძლია დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და კლიენტებთან; არ გეშინია გამოწვევების და ხარ მიზანდასახული; კრიტიკულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება / ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად; გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები; ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს; ხარ შედეგზე ორიენტირებული, სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს და ყოველთვის გაქვს კონკრეტული გეგმა დასახული მიზნების მისაღწევად. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The analyst will process client credit applications and analyze financial indicators to prepare comprehensive loan projects. They will also assess project risks and manage the loan disbursement process.
Loading...