სტაჟიორი - ანგარიშსწორების ოპერაციების მიმართულება at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

29 Jun, 26

Salary

0.0

Posted On

31 Mar, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Local Payments, International Payments, Correspondence, Reconciliation, Swift System Operations, Currency Transfers, Monitoring, Unidentified Transfers Management, Analytical Thinking, Communication, Initiative, English, Russian, MS Excel, MS Word, MS PowerPoint

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციებს, აწარმოებს კორესპონდენციას საერთაშორისო და ადგილობრივ ბანკებთან, ახორციელებს სწრაფი გზავნილების სისტემებთან ანგარიშსწორებას/შედარებას. შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა: სავალუტო გადარიცხვების/ჩარიცხვების დამუშავება და მოძიების ოპერაციები; სალარე გადარიცხვების მონიტორინგი, სალარე ჩარიცხვების დამუშავება და გაურკვეველი ჩარიცხვების მართვა; სწრაფი გზავნილების სისტემებთან ყოველდღიური ანგარიშსწორების წარმოება; სწრაფ გზავნილებში სუბ.აგენტების მომსახურება; გუნდის სხვა მიმდინარე სამუშაოებში ჩართულობა. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გაინტერესებს ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების პროცესები და გსურს ამ მიმართულებით განვითარება; ხარ ეკონომიკის, ბიზნესის ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით მე-3/მე- 4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; გაქვს სწავლის და თვითგანვითარების სურვილი; ფლობ ანალიტიკური აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარს; ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა; ხარ ინიციატივიანი, ცნობისმოყვარე და გაბედული; ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს მაღალ დონეზე; ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint). დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The intern will execute local and international settlement operations, manage correspondence with local and international banks, and perform settlements/reconciliations with Swift systems. Responsibilities also include processing foreign exchange transfers, monitoring cash transfers, and handling daily settlements with Swift systems.
Loading...