ბექ-ოფისის მენეჯერი - თიბისი კაპიტალი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

19 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

21 Oct, 25

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial Sector Experience, Banking Operations, Brokerage, MS Excel, Analytical Skills, Critical Thinking, Detail Orientation, Problem Solving, Teamwork, Adaptability, Willingness to Learn, Technical Knowledge, English Language Proficiency, Capital Market Knowledge

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტუირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალის ბექ-ოფისის მენეჯერი არის საკვანძო როლი საოპერაციო მიმართულებაში. პოზიცია უზრუნველყოფს კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების პოზიციებთან დაკავშირებული გარიგებების, პოზიციების, ანგარიშგებისა და კორპორატიული ქმედებების შეუფერხებელ აღრიცხვასა და მართვასა. ეს პოზიცია ფოკუსირებულია შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშგების პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზაციაზე, ფინანსური პოზიციების შეჯერებაზე და სიზუსტის შენარჩუნებაზე. სამუშაოს აღწერა ნომინალური მფლობელობის (საკლიენტო) ანგარიშებზე ჩარიცხვა გადარიცხვების კონტროლი, მონიტორინგი, სწრაფად და ეფექტურად სისტემური აღრიცხვა და არსებული პოლიტიკა პროცედურების გათვალისწინებით შესაბამისი არქივიზაციის პროცესის უზრუნველყოფა. ფულადი სახსრების ყოველდღიური რეკონსილაციის ფაილების მომზადება და არსებული ფაილების გამარტივება, გაავტომატიზირებაზე ზრუნვა. ფასიანი ქაღალდების პოზიციების ყოველდღიური რეკონსილაციის ფაილების გამართვა, პოლიტიკა პროცედურით გათვალისწინებული სხიშირის დაცვით პოზიციების რეკონსილაციის ფაილების მომზადება და არსებული ფაილების გამარტივება, გაავტომატიზირებაზე ზრუნვა . ვაჭრობის შესაბამისად ქასთოდიანთან გარიგების ანგარიშსწორებისთვის ინსტრუქციების გაშვება, შესაბამისი გარიგებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ლიკვიდობის მართვა. თვალის მიდევნება და ყოველი დღის ბოლოს გარიგების სტატუსის გაზიარება დაკავშირებულ მხარეებთან. ყოველი თვის ჭრილში ბექ ოფისის ტრანზაქციების სრულყოფილად დარეპორტება ბუღალტერიასთან. უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება, იქამდე , ვიდრე ორივე მხარე არ დარწმუნდება გაზიარებული ინფორმაციის სიზუსტესა და მთლიანობაში. შესაბამისი პოლიტიკა პროცედურით გაწერილი პერიოდულობის დაცვით საკლიენტო ანგარიშებსა და ბუღალტრულ ჩანაწერებს შორის სიზუსტის დაცვის მიზნით, რეკონსილაციის პროცესის წარმართვა, თითოეულ კლიენტზე ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ბექ ოფისის ჩანაწერებს შორის არსებული უზუსტობების მოკვლევა და შედეგების გაზიარება დაკავშირებულ მხარეებთან. ნებისმიერი სხვა სახის შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში მიზეზების სრული მოკვლევა და ჩართულობა. ყოველი თვის ბოლოს დაგენერირებული ვაჭრობის საკომისიოების დათვლა, ნომინალური მფლობელობის ანგარიშიდან ბენეფიციალური მფლობელობის ანგარიშზე გადატანა. სისტემური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პრობლემის დაფიქსირება, პროცესის წარმართვა, ხარვეზის აღმოფხვრაზე ზრუნვა. პირველადი ემისიის პროცესში ჩართულობა. მენეჯერის მითითებით , საჭიროების შემთხვევაში დამატებით საკითხებში მაქსიმალური ჩართულობა. კვალიფიკაცია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი საბანკო, სასურველია საბანკო ოპერაციების ან საბროკერო მიმართულებით. სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი. MS Excel-ის ცოდნა. ტექნოლოგიების და ტექნიკური კონცეფციების ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, კაპიტალის ბაზრისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცოდნა პიროვნული თვისებები: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები. დეტალებზე ორიენტირება და პრობლემების გადაჭრის უნარი. პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. სწრაფ გარემოში ადაპტაციის უნარი. სწავლასა და ტრენინგში ჩართულობის მზაობა. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The Back Office Manager is responsible for the seamless recording and management of transactions related to securities and cash positions for clients. This role focuses on simplifying and automating reporting processes for internal and external stakeholders while ensuring accuracy in financial positions.
Loading...