ფინანსური ანალიტიკოსი - გადახდების და ყოველდღიური საბანკო ბიზნესის სტრატეგი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

20 May, 26

Salary

0.0

Posted On

19 Feb, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial Analysis, Financial Reporting, Budgeting, Forecasting, Scenario Analysis, Data Analysis, Excel, SQL, Analytical Thinking, Attention to Detail, English

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, გადახდების და ყოველდღიური საბანკო ბიზნესის სტრატეგიული პროექტების მიმართულებაში ვეძებთ - ფინანსურ ანალიტიკოს ! პოზიციის მიზანი : ფინანსური ანალიზის პროცესების მხარდაჭერა ქვესეგმენტების, ფეიროლის, სტრატეგიული პროექტებისა და მას რითეილის მიმართულებით, მენეჯმენტის ხელმძღვანელობით. ძირითადი პასუხისმგებლობები: მიმართულებაში არსებული ბიზნეს და მომხმარებლის ქვესეგმენტების ფინანსური შედეგების ანალიზი შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის შეფასება ტრენდების, გადახრებისა და რისკების იდენტიფიცირება ფეიროლის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა შრომითი ხარჯების, კომპენსაციისა და ბენეფიტების ფინანსური ანალიზი სცენარიული ანალიზის (what-if scenarios) მომზადება სტრატეგიული ინიციატივებისა და პროექტების ფინანსური შეფასება მას რითეილის ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი ფასების, აქციებისა და კამპანიების ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი რეგულარული ფინანსური რეპორტების და დეშბორდების მომზადებაში მონაწილეობა კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); 0–2 წლამდე სამუშაო გამოცდილება ფინანსების, კომერციული ან ანალიტიკის მიმართულებით (საბანკო სექტორში ამ მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; Excel - ის და SQL - ის ცოდნა; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The role involves supporting financial analysis processes for sub-segments, payroll, strategic projects, and retail directions under management guidance. Key duties include analyzing financial results, assessing profitability, identifying trends, supporting payroll budgeting, and evaluating strategic initiatives.
Loading...