სერვის ექსპერტი - ლოკალური გადარიცხვების და გადახდების გუნდი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

04 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

06 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Agile, Kanban, Scrum, Business Process Modeling, Product Development, Analytical Thinking, Logical Thinking, Communication, Automation, Redesign, Problem Identification, User Story, Design Thinking, Six Sigma, Data Analytics

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, გადახდების განვითარების ლიგაში, ლოკალური გადარიცხვების და გადახდების ეჯაილ გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტს. შენ იქნები: სერვის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით,შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული ბიზნეს პროცესები და ახალი ონოვაციური გადარიცხვების პროდუქტები. შენ დაგევალება: გადარიცხვების პროდუქტის განვითარება, გადარიცხვების პროცესების რედიზაინი და ავტომატიზაცია, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის. ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესის მართვა, არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, დეველოპმენტის გუნდისთვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა. ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება. ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის აწყობა, დატა ანალიტიკა; ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის. ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით (Design thinking, Six Sigma) ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით; მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი საოპერაციო პროცესების/პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა. ამოცანის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება; ვის ვეძებთ: თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს პროდუქტების/პროცესების ანალიზი, რედიზაინი, ავტომატიზაცია, პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა. გაქვს გამოცდილება პროექტების მართვის ან ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, იცნობ ბანკის საოპერაციო პროცესებს/პროდუქტებს, საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის! კვალიფიკაცია უნდა გქონდეს: Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა კონკრეტულად გადარიცხვების კუთხით; ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა; პროდუქტის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The Service Expert will contribute significantly to the implementation of innovative projects that allow the bank to offer tailored and automated business processes. Responsibilities include developing transfer products, redesigning processes, and managing the backlog with the Agile team.
Loading...