რეპორტინგის მენეჯერი - ადამიანური კაპიტალის მონაცემთა დამუშავებისა და ანალი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

14 Jan, 26

Salary

0.0

Posted On

16 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Analytical Thinking, Critical Thinking, Organizational Skills, Attention to Detail, Stress Management, Financial Reporting, Data Analysis, Excel, SQL, HR Metrics, Compensation Systems, Talent Management, Training, Statistical Reporting, Process Improvement, Automation

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტინგი წარმოადგნეს ერთ-ერთ კრიტიკულ და ახალ მიმართულებას. ეს არის საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხმარება ბანკს ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში. რეპორტინგი მოიცავს ისეთ საკითხების ანალიზს, როგორიცაა ბანკის მასშტაბით თანამშრომლების აყვანა, განვითარება და დაწინაურება, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურება, ბენეფიტები, საკომპენსაციო სისტემები და თანამშრომლების მხარდაჭერა, სამოტივაციოა გეგმები, ტალანტების მართვა, ტრენინგები, სწავლება და ა.შ. თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ფინანსური რესურსების სწორი და ეფექტური რეპორტინგი, დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, ინფორმაციის ანალიზი; თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ფინანსური რესურსების დაგეგმვის, რეპორტინგის, ანალიზის და მართვის სისტემების დანერგვა და განვითარება, რაც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან და მოდელებთან იქნება შესაბამისობაში. თანამშრომლების რაოდენობის, ადამიანური რესურსის კომპლექსური პროგნოზირება, დაგეგმვა და ანალიზი; თანამშრომელთა შესახებ ყველა ტიპის სტატისტიკური თუ ფინანსური რეპორტის და ანალიზის მომზადება; თანამშრომელთა ყველა ტიპის HR მეტრიკების განსაზღვრა, მოდელირება, კალკულაცია და მონიტორიგნი; მუდმივი მხარდაჭერა და უკუკავშირი ბანკის ნებსიმიერი მიმართულების, სხვადასხვა საკითხების რეპორტინგის და ანალიზის კუთხით; ეფექტური აღრიცხვა-ანგარიშგების რეპორტების და სისტემების დანერგვა და განვითარება; აღრიცხვაში არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა მათ გადასაჭრელად; ფინანსური რეპორტინგის მომზადება გარე და შიდა მომხმარებლებისთვის. პერიოდული რეპორტების ზუსტი ინფორმაციით და დროული მომზადება; რეპორტინგის ოპტიმალური სისტემის შექმნა და მუდმივი განვითარება; სტანდარტული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია; ანალიტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარება ადამიანური კაპიტალის ფინანსური მიმართულებით; უშუალო ხელმძღვანელის, მენეჯმენტის დავალებების დროული და ადექვატური შესრულება. ჩართული მხარეების ზუსტი, დროული ინფორმაციით უზრუნელყოფა; მუდმივი ზრუნვა პროცესების გამარტივების, გაუმჯობესების, სტანდარტიზაციის და ავტომატიზაციის ნაწილში; მთავარი და დამატებითი ფუქნციების ზუსტი, დროული შესრულება და უზრუნველყოფა. კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; საოფისე პროგრამების, განსაკუთრები Excel-ის ძალიან მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; სასურველია Excel Macro, SQL ცოდნა; სასურველია საბანკო და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა; იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო სფეროში; ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ველოდებით გამოხმარურებას თუ: ფიქრობ, რომ გაქვს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული ხარ დეტალებზე ორიენტირებული გაქვს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The role involves managing financial and analytical reporting for human capital at TBC Bank, focusing on employee recruitment, development, and compensation systems. It requires the implementation and development of reporting systems that align with the bank's financial reporting and modeling.
Loading...