უფროსი იურისტი - იურიდიული შესაბამისობისა და ოპერაციების განყოფილება at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

02 Jun, 26

Salary

0.0

Posted On

04 Mar, 26

Experience

5 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Legal Compliance, Regulatory Monitoring, Risk Management, International Banking Regulations, GDPR, Personal Data Protection, Competition Law, Contract Drafting, Negotiation, Strategic Initiatives Support, Regulatory Communication, Analytical Thinking, Strategic Thinking, Leadership, Project Management, English Proficiency

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა იურიდიული შესაბამისობისა და ოპერაციების განყოფილებაში, ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანს - უფროსი იურისტის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე, შენი ფუნქცია იქნება: მოქმედი და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური მონიტორინგი, მათი ანალიზი და შიდა კომუნიკაცია, ახალი და შეცვლილი რეგულაციების ბანკის საქმიანობაზე გავლენის სტრატეგიული შეფასება; საერთაშორისო საბანკო და ფინანსური რეგულაციების სისტემური და შედარებითი ანალიზი, გლობალური პრაქტიკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება დაინტერესებული პირებისთვის; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებისა და GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების მართვა; კონკურენციის სამართლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მართვა, რისკების იდენტიფიცირება და შეფასება; ბანკის სტრატეგიული ინიციატივებისა და პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა და ზედამხედველობა, მათ შორის ხელშეკრულებების ფორმირების, მოლაპარაკებების წარმართვის, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და რისკების იდენტიფიცირების/შემცირების მექანიზმების ჩამოყალიბების გზით; კომპეტენციის ფარგლებში, ბანკის სახელით კომუნიკაციის წარმართვა მარეგულირებელ და ზედამხედველ ორგანოებთან. კვალიფიკაცია განათლება უმაღლესი იურიდიული განათლება, სამართლის ბაკალავრი, სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად. გამოცდილება მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება იურიდიულ სფეროში, მათ შორის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში; პრაქტიკული გამოცდილება საკანონმდებლო და მარეგულირებელი შესაბამისობის, კონკურენციის სამართლისა და სახელშეკრულებო მართვის მიმართულებით; გამოცდილება საერთაშორისო კვლევებისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმართულებით; სასურველია მარეგულირებელ და ზედამხედველ ორგანოებთან ურთიერთობის გამოცდილება. ცოდნა და უნარები ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საბანკო სამართლის, კონკურენციის სამართლისა და მონაცემთა დაცვის რეგულაციების, მათ შორის GDPR-ის, სიღრმისეული და პრაქტიკული ცოდნა; ხელშეკრულებების ფორმირების და იურიდიული რისკების ეფექტიანი მართვის უნარი; კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ანალიზისა და მათი მკაფიო ჩამოყალიბების უნარი; კარგი ლიდერული და პროექტების მართვის უნარები; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი; ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა, როგორ წერითი, ისე საკომუნიკაციო დონეზე. დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The Senior Lawyer will be responsible for systematically monitoring and analyzing current and expected legislative changes, assessing their impact on the bank's operations, and preparing recommendations based on international banking and financial regulations. Key functions also include ensuring compliance with personal data protection laws (including GDPR) and managing competition law compliance risks.
Loading...