სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, ტალანტების მოზიდვისა at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

31 May, 26

Salary

0.0

Posted On

02 Mar, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Talent Acquisition, Recruitment, AI Tools, Onboarding, Administrative Support, Organizational Skills, Communication, Detail-Oriented, Proactive, Curiosity, English, MS Office

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა გუნდის საქმიანობის აღწერა: თუ გსურს HR-ის სფეროში პირველი ნაბიჯი გადადგა, გამოიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ საქმიანობაში და გახდე იმ გუნდის წევრი, რომელიც ინოვაციებისადმი მუდმივად ღიაა - ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა . ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საუკეთესო ტალანტების მოძიებას, შერჩევასა და მათ ინტეგრაციას კომპანიაში. აქ დაგხვდება დინამიური გარემო, რეალური პასუხისმგებლობები და განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა. შენ, როგორც სტაჟიორი: ჩაერთვები თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის პროცესში; აქტიურად გამოიყენებ AI - ზე დაფუძნებულ HR ინსტრუმენტებს შერჩევის პროცესის ეფექტურობისთვის; Მხარს დაუჭერ ახალ თანამშრომელთა Onboarding-ის პროცესს და უზრუნველყოფ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას; დაეხმარები HR გუნდს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებში. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; ხარ ცნობისმოყვარე და პროაქტიული - მუდმივად ეძებ ახალ ცოდნას და არ ელოდები მითითებებს; გამოირჩევი კარგი კომუნიკაციის უნარით; ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; გაინტერესებს AI ინსტრუმენტები და გაქვს მათი შესწავლის ძლიერი მოტივაცია; ფლობ ინგლისურ ენას და MS Office-ის პროგრამებს; HR ან საბანკო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The intern will be involved in the employee search and selection process, actively utilizing AI-based HR tools to enhance selection efficiency. They will also support the onboarding process for new employees and assist the HR team with daily administrative and organizational tasks.
Loading...