უფროსი მოლარე-ოპერატორი (ვალუტო) at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

20 May, 26

Salary

0.0

Posted On

19 Feb, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Customer Service, Loan Processing, Pawn Appraisal, Documentation, Cashier Operations, System Operation, Overdue Loan Management, Money Transfer, Currency Conversion, Communication, Teamwork

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. ვალუტო - ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი. ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი. სამუშაოს აღწერა ძირითადი მოვალეობები კლიენტების ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; სესხის მოთხოვნის მიღება, პროცედურებისა და ტარიფების გაცნობა; უზრუნველყოფის (ძვირფასეულობის) შეფასება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, მიღება, უსაფრთხო შენახვა და სრულად/ნაწილობრივ დაფარვისას, დაბრუნება; კრედიტის გაცემა და ოპერაციების აღრიცხვა პროგრამულ სისტემაში; ვადაგადაცილებული სესხების მართვა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად; სწრაფი ფულადი გზავნილები და ვალუტის კონვერტაცია; საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის მენეჯერის ფუნქციების შესრულება; დამატებითი ოპერაციული ამოცანების შესრულება, საჭიროებისამებრ. კვალიფიკაცია ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს: სამუშაო გამოცდილება სალომბარდე ქსელში; ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; კლიენტზე და შედეგებზე ორიენტირებული, ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებით; დამატებით ფლობს უცხო ენებს ​​​​​​​ჩვენ გთავაზობთ: საუკეთესო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად; გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში; სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ, ანაზღაურებად გადამზადების პერიოდს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში/ამაღლებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში; დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი; შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: თბილისის ლომბარდის სერვის-ცენტრები სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The main duties involve providing high-quality, fast, and qualified service to clients, including accepting loan requests, explaining procedures, and assessing collateral like jewelry. Responsibilities also cover issuing credits, recording transactions in the system, managing overdue loans, handling fast money transfers, and currency conversion.
Loading...