ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

07 May, 26

Salary

0.0

Posted On

06 Feb, 26

Experience

5 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial Management, Budgeting, Banking Products, Client Segmentation, Financial Analysis, Power BI, Excel, PowerPoint, Team Coordination, Reporting, Performance Monitoring, Problem Solving, English Language Proficiency

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%. დაგროვილი ქონების მართვის განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. ეს კონკრეტული როლი დაექვემდებარება დაგროვილი ქონების მართვის ფინანსური განყოფილების უფროსს. სამუშაოს აღწერა Wealth Management მიმართულების ბიუჯეტის მომზადება კლიენტების შესაბამისი სეგმენტაციისა და პროდუქტების ჭრილში; ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება; გუნდების მიხედვით შედეგების დათვლა და ანალიზი. მუდმივად შედეგების მონიტორინგი საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის საჭირო რეპორტებისა და კორპორატიული საბანკო ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება; ჯგუფის სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება; ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი. კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში; საბანკო პროდუქტების, სერვისების,პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა; მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა Power BI- ის Intermediate დონეზე Excel-ის და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The role involves preparing budgets for Wealth Management based on client segmentation and product lines, as well as monitoring the execution of business plans and budgets. It also includes analyzing variances and planning corrective actions.
Loading...