ბიზნეს გაყიდვების კოორდინატორი - რუსთავის ფილიალი at TBC Bank Group PLC
Rustavi, Lower Kartli, Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

13 May, 26

Salary

0.0

Posted On

12 Feb, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Sales Ability, Quick Thinking, Communicative, Initiative, Financial Analysis, Problem Solving, Logical Thinking, Persuasive Communication, Teamwork, Stress Management, Organization, Planning, Leadership, Team Building

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს. სამუშაოს აღწერა შენ, როგორც ბიზნეს გაყიდვების კოორდინატორი (სმე) : გაუძღვები ფილიალის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას (როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო მიმართულებით) უზრუნველყოფ ფილიალის გაყიდვების ჯგუფების მართვას, მხარდაჭერას და კონტროლს გააკონტროლებ გეგმების შესრულებას,გააკეთებ გადახრების ანალიზს, ასევე დაგეგმავ და რეალიზებას გაუკეთებ გამოსწორების გზებს უზრუნველყოფ ფილიალის საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელის მართვას და მონიტორინგს გააკონტროლებ საკრედიტო ექსპერტების პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას და მათ მიერ შესრულებულს სამუშაოს ხარისხს დაგეგმავ და განახორციელებ ღონისძიებებს ახალი კლიენტების მოზიდვების მიზნით უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურების ხარისხის კონტროლს და ამ მიმართულებით დადგენილი პარამეტრების შესრულებას კვალიფიკაცია მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში; მცირე და საშუალო ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ველოდებით გამოხმაურებას თუ: ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს გაქვს ლოგიკური აზროვნება დამარწმუნებელი კომუნიკაცია გუნდურად მუშაობის უნარი სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი ლიდერობის უნარი გუნდის შეკვრის უნარი დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: რუსთავის სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The coordinator will lead the branch's Small and Medium Business (SMB) direction, managing both credit and non-credit aspects, and will be responsible for overseeing, supporting, and controlling the branch sales teams' performance against plans.
Loading...