სამართალწარმოების იურისტი - ქუთაისი at TBC Bank Group PLC
Kutaisi, Imereti, Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

31 Dec, 25

Salary

0.0

Posted On

02 Oct, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Time Management, Punctuality, Detail Orientation, Stress Management, Teamwork, Discipline, Professional Development, Problem Analysis, Flexibility, Negotiation Skills, Writing Skills

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ძირითადი ფუნქციები: • ბანკის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც საკრედიტო ისე არა საკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში; აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; შსს-ში, შსს მომსახურების სააგენტოში სპეციალისტთან, ნოტარიუსთა პალატაში, და სხვ.); • სამართალწარმოების ფარგლებში კომპანიის მომხმარებლებთან საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა, ასევე, მათი განცხადებების და საჩივრების განხილვა, დამოუკიდებლად და/ან შესაბამის უფლებამოსილ პირებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება და პასუხის გაცემა; • წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის; • პრობლემურ საკითხზე იურიდიული დასკვნის მომზადება; • ბანკის წინააღმდეგ ან/და ბანკის მიერ წარმოებულ სადაო სამართლებრივ საქმეებზე მოლაპარაკების წარმოება და წარმომადგენლობა, შემოსულ კორესპონდენციაზე რეკომენდაციისა და პასუხების მომზადება; • სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება. • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელების დავალებების შესრულება. • კომპანიის მიერ შესაბამისი პოზიციისათვის/მიმართულებისათვის განსაზღვრული თვიური/კვარტლური/წლიური ფინანასური და არაფინანსური გეგმების/მიზნების შესრულება კვალიფიკაცია უნარები: • დროის მართვის უნარი; • პუნქტუალობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; • გუნდურობა; • დისციპლინირებულობა; • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; • პრობლემების ანალიზის უნარი; • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება. • მოლაპარაკების უნარი. • კარგი წერითი უნარები. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • ბაკალვრის/მაგისტრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით; • ადვოკატთა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები (სასურველია); • უმცროსი იურისტის, იურისტის ან ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა სასურველია. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The lawyer will represent the bank's interests in both credit and non-credit disputes, interacting with third parties and various governmental and non-governmental bodies. They will also handle customer-related legal matters, prepare reports, and monitor court practices.
Loading...