სტაჟიორი - საცალო საკრედიტო და მოდელების რისკების მართვის მიმართულება at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

20 May, 26

Salary

0.0

Posted On

19 Feb, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Analytical Reporting, Risk Profile Identification, Risk Mitigation, Portfolio Growth, Process Development, Automation, Management, Model Validation, Model Monitoring, Data Analysis, Database Creation, AI Implementation, Reporting, Statistical Models, Machine Learning, GenAI

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მონაცემებზე დაყრდნობით იცავს ბანკს საკრედიტო რისკებისგან და უზრუნველყოფს პორტფელის უსაფრთხო ზრდას. ჩვენი მთავარი მისიაა რისკების მართვის პროცესების მუდმივი განვითარება და მაქსიმალური ავტომატიზაცია, რაც გულისხმობს ჭკვიანი მონაცემთა ბაზების შექმნასა და რეპორტინგის სისტემების გაციფრულებას. მიმართულება უზრუნველყოფს სტატისტიკური, მანქანური სწავლების და GenAI მოდელების ვალიდაციას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკის გადაწყვეტილებების სიზუსტესა და სანდოობაში. შენ, როგორც სტაჟიორი: ჩაერთვები ანალიტიკური რეპორტების მომზადებასა და ანალიზში; ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს გადათარგმნი ყოველდღიურ ქმედებებად, რაც ხელს შეუწყობს რისკის პროფილის მქონე სეგმენტების იდენტიფიცირებას, რისკების შემცირებასა და პორტფელის ზრდას; ჩაერთვები საცალო პროდუქტის პროცესის განვითარებაში, ავტომატიზაციასა და მენეჯმენტში; მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო და სტატისტიკური მოდელების ვალიდაციისა და მონიტორინგის პროცესში; უზრუნველყოფ საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით სხვადასხვა მონაცემების ანალიზსა და ახალი ბაზების შექმნას; აქტიურად გამოიყენებ/დანერგავ AI-ის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში; ჩაერთვები ყოველკვირეულ/ყოველთვიურ რეპორტინგში. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ხარ ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; გამოირჩევი კარგი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარით; ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი; გხიბლავს დინამიურ გარემოში მუშაობა და ახალი გამოწვევების საკუთარ თავზე აღება; ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; ფლობ MS Office (Excel/Word/PowerPoint), SQL და Power BI პროგრამებს; ტექნიკური პროგრამის (Phyton) და ფინანსების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The intern will be involved in preparing and analyzing data-driven reports to identify risk segments, reduce risks, and support portfolio growth. Responsibilities also include participating in the validation and monitoring of credit and statistical models, and actively using/implementing AI in daily workflows.
Loading...