ანალიტიკოსი - რეგიონალური კორპორატიული კლიენტების მომსახურების განყოფილება at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

05 Feb, 26

Salary

0.0

Posted On

07 Nov, 25

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Financial Analysis, Credit Assessment, Risk Evaluation, Financial Modeling, Client Management, Report Preparation, Banking Knowledge, Regulatory Compliance, MS Office Proficiency, English Proficiency, Russian Proficiency, Business Administration, Financial Knowledge, Loan Management, Project Evaluation, Analytical Skills

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%. რეგიონალური კორპორატიული კლიენტების მომსახურების განყოფილებაში გვაქვს აქტიური ვაკანსია ანალიტიკოსის პოზიციაზე. განვიხილავთ კანდიდატებს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის სათაო ოფისისთვის. სამუშაოს აღწერა მიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს; გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს; მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს; შეაფასებ პროექტების რისკიანობას; დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნული პროექტში სწორად ასახვას; საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს; წარმართავ სესხის გაცემის პროცესს; არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან. რეგურალურად დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის; გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას; მართავ ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისებას; მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად; კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად); ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინუმუმ ორ წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ფინანსების ცოდნა; ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა; MS Office-ს პროგრმაბის მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel/Word/PowerPoint); დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The analyst will process client credit applications and analyze financial indicators to prepare comprehensive loan projects. They will also assess project risks and manage the loan disbursement process.
Loading...