გუნდის ლიდერი - განვადებების ბიზნესის მართვა at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

09 Apr, 26

Salary

0.0

Posted On

09 Jan, 26

Experience

5 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Team Leadership, Business Development, Financial Management, Process Optimization, Market Analysis, Sales Strategy, Recruitment, Performance Monitoring, Communication, Analytical Skills, Customer Service, Budget Management, Strategic Planning, Problem Solving, Human Resource Management, Innovation

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, არაუზრუნველყოფილი საკრედიტო პროდუქტების მართვის ლიგაში, განვადებების ბიზნესის მართვის გუნდში ვეძებთ - გუნდის ლიდერს. პოზიციის ძირითადი ამოცანა და მიზანია: განვადების ფრონტის მიმართულების მისიისა და სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ბიზნესის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა (რაოდენობრივი და ფინანსური: ROE, NPS, Market Share და სხვა), განვადების მენეჯერების რეკრუტინგი და გაყიდვების დაგეგმვა,აღსრულება, გუნდთან და მიმართულების ლიდერთან ერთად. რას გააკეთებ? ბიზნეს ხედვა და განვითარება ფიზიკური განვადების პროდუქტის და პროცესების განვითარების სტრატეგიის შემუშავება. პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება. ბაზრის ტრენდების ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება. ფინანსური მართვა ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი. დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა. გადახრების ანალიზი და გამოსწორების გზების რეალიზება. გუნდის მართვა განვადების გუნდის ყოველდღიური,თვიური, კვარტლური და წლიური ბექლოგის ფორმირება და მართვა. OKR/KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი. გუნდის ადამიანური რესურსების რაოდენობის განსაზღვრა და შერჩევაში ჩართულობა. თანამშრომლების როლებისა და ფუნქციების მკაფიო განსაზღვრა. განვადების მენეჯერების და კოორდინატორების მართვა. გაყიდვების მართვა გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და ყოველდღიური მონიტორინგი. ახალი ობიექტების განსაზღვრა და პარტნიორული ქსელის გაფართოება. აქციების დაგეგმვა და განხორციელება. ახალი ინიციატივების რეალიზება. კომუნიკაცია და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (პროდუქტის/სეგმენტის ჭრილში). ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი. დაკავშირებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ცვლილებებზე მუდმივი და დროული კომუნიკაცია. შედეგების შეფასება განვადებების მიმართულების შედეგების შეფასება და დამოკიდებულებების ეფექტური მართვა. კვალიფიკაცია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საბანკო მიმართულებით. მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. საბანკო პროდუქტების, სერვისების და პროცესების საფუძვლიანი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება განვადების მიმართულებით გამოცდილებას). გუნდის მართვისა და გაყიდვების გამოცდილება და ძლიერი ლიდერული უნარები. ფინანსების და ფინანსური ანალიტიკის მაღალ დონეზე ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The main responsibilities include developing the mission and strategic vision for the installment business, as well as managing the team and ensuring the execution of sales strategies. The role also involves financial management and optimizing processes to improve efficiency.
Loading...