ასოცირებული მკვლევარი at TBC Bank Group PLC
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

02 Jun, 26

Salary

0.0

Posted On

04 Mar, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Market Analysis, Analytical Modeling, Report Preparation, Data Interpretation, Forecasting, Investment Strategies, Methodology Refinement, Collaboration, Client Interaction, Mentorship, Statistics, Econometrics, Financial Indicators, Excel, Power BI, Presentation Skills

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისი კაპიტალი,საინვესტიციო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი კვლევების დეპარტამენტში- ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე ასოცირებული მკვლევარი მონაწილეობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის კვლევასა და ანალიზში, რაც მოიცავს ბაზრის მონაცემების შეგროვებას, ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირებას და საწყისი ანალიტიკური შეფასებების მომზადებას. როლი მხარს უჭერს კვლევითი მასალების შექმნის პროცესს, მჭიდროდ თანამშრომლობს ანალიტიკოსებთან და უფროს ასოცირებულ მკვლევრებთან, რათა შექმნას მაღალი ხარისხის, ბიზნესისთვის პრაქტიკულად გამოსადეგი კვლევითი პროდუქტები. სამუშაოს აღწერა ბაზრების ანალიზი: მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციების ყოვლისმომცველი ანალიზი დამოუკიდებელი ანალიზი. ანალიტიკური მოდელების შექმნა: კომპლექსური ანალიტიკური მოდელების შექმნა, მართვა პროგნოზირებისა და შეფასების სცენარების ანალიზისთვის. ანგარიშების მომზადება: მაღალი ხარისხის კვლევითი ანგარიშების მომზადება შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის. მონაცემების ინტერპრეტაცია და მიგნებების მომზადება: ექსპერტული რეკომენდაციების და ხედვების მომზადება ბაზრების მოძრაობებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე. განვითარება: მონაწილეობს კვლევების სტრუქტურის, მეთოდოლოგიისა დახვეწაში; ხელს უწყობს ანალიტიკური მიდგომების გაუმჯობესებას და კვლევის პროცესების ოპტიმიზაციას. დაკავშირებულ მხარეებთან თანამშრომლობა: სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა კვლევის სრულყოფის მიზნით,. კლიენტთან ურთიერთობა: კვლევის პროცესში მონაცემების შეგროვების მიზნით; კვლევის პროცესში დამატებითი ხარისხობრივი ინფორმაციის მიღების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს კვლევის მიგნებებს სხვადასხვა აუდიტორიასთან. მენტორობა: ახალგაზრდა ანალიტიკოსების მხარდაჭერა კვლევის მეთოდოლოგიებში, მონაცემთა ანალიზში და ანგარიშების მომზადებაში. კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში. (მაგისტრის ხარისხის არქონის შემთხვევაში მოითხოვება დამატებითი გამოცდილება). მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება ფინანსური კვლევების, საინვესტიციო ბანკინგის ან დაკავშირებული სფეროების მიმართულებით. კვლევითი ჩარჩოების გამოყენება და ანალიტიკური სტრუქტურების აგება. სტატისტიკის და ეკონომეტრიკის საფუძვლიანი ცოდნა. ეკონომიკური ინდიკატორებისა და ფინანსური ინდიკატორების, კვლევის მეთოდების კარგი ცოდნა. მონაცემებთან მუშაობა და მონაცემების ინტერპრეტაცია. ანალიტიკური მოდელირებისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის და მიგნებების წარდგენისთვის საჭირო ინსტრუმენტების, მათ შორის, Excel-ის და Power BI-ის კარგად ცოდნა. პრეზენტაციის და წერის უნარი. ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. კონკრეტული სექტორების მახასიათებლების, ტენდენციების ცოდნა და ამ სექტორების კვლევის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

How To Apply:

Incase you would like to apply to this job directly from the source, please click here

Responsibilities
The Associate Researcher participates in the research and analysis of various economic sectors, involving data collection, trend identification, and preparing initial analytical assessments. This role supports the creation of research materials, working closely with analysts and senior associates to produce high-quality, practically useful research products for the business.
Loading...