სახელფასო პროექტის მენეჯერი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

30 Jul, 26

Salary

0.0

Posted On

01 May, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Banking products, Portfolio management, Financial analytics, Sales, Excel, English language, AI tools, Data analysis, Corporate sales, Tender management, Digital product development, Business reporting

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდში, ვეძებთ - სახელფასო პროექტის მენეჯერს! იმუშავებ ბანკისთვის მნიშვნელოვან კლიენტების მოზიდვაზე და მათ პორტფელური ფორმატით ზრუნვაზე; ამასთან ერთად საინტერესო ამოცანებზე, რომელიც ანვითარებს ბანკში ამ მიმართულებას და კლიენტებს უმარტივებს ცხოვრებას. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები. რას გააკეთებ? სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ფიზიკური პირების მოზიდვებისთვის შეიმუშავებ გეგმებს სეგმენტებზე ჩაშლილს: კორპორატიული / სმე. გუნდთან ერთად მართავ მსხვილი კომპანიების პორტფელებს (სახელფასო პროექტის ფარგლებში) , ეს იქნება კორპორატიული სეგმენტი, მსხვილი სმე სეგმენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები. აქტიურად ჩაერთვები მსხვილ კომპანიებისთვის ბანკის შერჩევის ტენდერის / კონკურსის პროცესში. გუნდთან ერთად იმუშაო სახელფასო პროექტში ორგანიზაციების ჩართვის პროცესების განვითარებაზე , გამარტივებაზე. იქნები ჩართული პროდუქტის (სახელფასო პროექტები) დიჯიტალ არხით განვითარებაში. ანალიტიკური რეპორტების განვითარებას ბიზნესური ხედვებით. კვალიფიკაცია აუცილებელია გქონდეს: საბანკო პროდუქტების/ პროცესების საფუძვლიანი ცოდნა როგორც ბიზნესის, ასევე საცალო სეგმენტში; პორთფელის მართვის გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის გამოცდილება გაყიდვების/ შეთავაზებების კუთხით გამოცდილება Excel-ის კარგი ცოდნა ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი) AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
The Payroll Project Manager will develop strategies to attract corporate and SME clients while managing existing payroll portfolios. They will also participate in tender processes and contribute to the digital development of payroll products.
Loading...