ხარისხის მართვის კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

11 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

13 May, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

MS Office, Result Orientation, Flexibility, Teamwork, Organization, Internal Customer Focus, Effective Communication, Contractor Management, Quality Control, Risk Identification

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის ლისის სათავო ოფისის მხარდაჭერა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; რას გააკეთებ ? სათაო ოფისის მხარდაჭერა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საკითხების მოგვარების კუთხით, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსის გამოყენებით; თანამშრომლების სამუშაო გამოცდილებისა და გარემოს ანალიზი, მათ მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; კონტრაქტორების და შიდა რესურსის ეფექტური მართვა; შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადის კონტროლი, მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, შეფასება, გაუმჯობესება. რისკების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების შეთავაზება ინფრასტრუქტურის მმართველი მენეჯერისთვის; შესაბამისი პროგრამული პლატფორმის ( Jira) მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება, მარაგების მოთხოვნების სიზუსტისა და მიწოდების ვადების კონტროლი; საპასუხისმგებლო ობიექტისა და მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ზრუნვა, მათ შორის გარე ფასადის ვიზუალური, ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობის (სარეკლამო აბრები და სხვა ელემენტები) კონტროლი, ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის, ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობის, ასევე ობიექტის შიდა და გარე განათების გამართულობის მონიტორინგი/კონტროლი. თანამშრომლებისთვის ძირითადი წესებისა და განახლებების რეგულარული გაცნობა/შეხსენება; ხელმძღვანელისთვის შესაბამისობისა და ინციდენტების ანგარიშის მომზადება. თანამშრომლებისგან ობიექტის პირობებთან დაკავშირებით გამოხმაურების შეჯამება / განხილვა. თანამშრომელთა უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით; გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან; თანამშრომელმა მოვალეობები უნდა შეასრულოს ბანკში დადგენილი სტანდარტების, ინსტრუქციებისა და პროცედურების თანახმად; ჩვენ გთავაზობთ: თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს თიბისის სათავო ოფისში; პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას; თიბისის ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი „თიბისელები“ და სხვა; შესაძლებლობას, ჩაერთო სხვადასხვა ტრენინგსა და განვითარების პროგრამაში. კვალიფიკაცია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; Horeca სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა უნარები: შედეგზე ორიენტირება ცვლილებების მიმართ მოქნილობა და ადაპტირება გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური მიდგომა პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული შიდა კლიენტებზე ფოკუსირება ეფექტური კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
Ensure the smooth functioning of the head office by managing internal resources and external contractors. Monitor the quality of work, maintain facility aesthetics, and analyze employee experience to implement improvements.
Loading...