ადმინისტრაციული ასისტენტი - არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარ at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

31 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

02 Jun, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Administrative Support, Document Management, Customer Communication, Microsoft Word, Microsoft Excel, Russian Language, English Language, Archiving, Scheduling, AI Tools

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%. სამუშაოს აღწერა ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად, შესრულებული საგადასახადო დავალებების ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება; ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან მიღებული დავალებით ამონაწერების ბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის მიწოდება; კორპორატიული კლიენტეიბისათვის სტანდარტული ცნობების დაბეჭდვა, დამოწმება, კლიენტისთვის გადაცემა; კორპორატიული კლიენტებისათვის, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან მიღებული არასტანდარტული წერილების, აუდიტორული წერილების კანცელარიის მხრიდან ბლანკზე დაბეჭდვის და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა, ბლანკზე დაბეჭდილი ცნობის ხელმოწერა, კლიენტისთვის მიწოდება; დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია; კლიენტთან კომუნიკაცია ბანკის მომსახურების ხარისხის შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებით (Service +, Dress code); ასოცირებული/საოპერაციო კორპორატიული ბანკირების საბუთების თარიღების შესაბამისად ორგანიზება, შენახვა; სრულყოფაში მოყვანილი დოკუმენტების 3 თვეში ერთხელ სტანდარტის შესაბამისად არქივში გადაცემა. კლიენტთან ვიზიტის ორგანიზება, განხორციელება დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით; ასოცირებული/კორპორატიული საოპერაციო ბანკირების მხრიდან ხელმოსაწერი დოკუმენტების სრულყოფის მიზნით, დოკუმენტების მომზადება, ბანკირის ოფისში ვიზიტის გრაფიკის შედგენა, ორგანიზება. (Covid რეგულაციის მოქმედი ინსტრუქციის გათვალისწინებით). კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება; ბანკში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; საოფისე პროგრამების Word და Excel ცოდნა; AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა ბანკის სტანდარტების და პროცედურების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლიანი; მოტივირებული; მოწესრიგებული; დეტალებზე ორიენტირებული; კომუნიკაბელური. დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
The role involves preparing, certifying, and delivering payment orders, statements, and official letters to corporate clients. It also includes managing document archives, coordinating client visits, and communicating with internal bank units.
Loading...