ფოტო/ვიდეო ვიზიტის მენეჯერი at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

04 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

06 May, 26

Experience

0 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Communication Skills, Microsoft Excel, Customer Relationship Management, Data Collection, Remote Communication, AI Tools

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა თიბისის თვითდასაქმებულთა სეგმენტის გუნდი ეძებს ფოტო/ვიდეო ვიზიტის მენეჯერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საკრედიტო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. ამ პოზიციაზე შენი მთავარი პასუხისმგებლობა იქნება ბანკის მსესხებლებთან დისტანციური კომუნიკაცია - საკრედიტო განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო ინფორმაციის დაზუსტება და შემოსავლების დადასტურების პროცესში აქტიური მონაწილეობა ფოტო/ვიდეო არხების გამოყენებით. ვის ვეძებთ: თუ ხარ მოტივირებული, კომუნიკაციის კარგი უნარის მქონე, ეძებ ახალ გამოცდილებას მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით, ფლობ საოფისე პროგრამებს (ძირითადად Excel) სამომხმარებლო დონეზე მაშინ, გელოდებით. ძირითადი პასუხისმგებლობები: მსესხებლებთან დისტანციური (ფოტო/ვიდეო) კომუნიკაციის წარმოება შემოსავლების დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დაზუსტება საკრედიტო პროცესის მხარდაჭერა ზუსტი და დროული მონაცემების მიწოდებით მომხმარებლებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კვალიფიკაცია ძლიერი კომუნიკაციის უნარი საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel - საბაზისო დონეზე) ახალი გამოცდილების მიღებისა და განვითარების სურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის მზაობა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
The role involves conducting remote photo and video visits with borrowers to verify income and clarify necessary information. The manager supports the credit process by providing accurate and timely data to the credit department.
Loading...