მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინჟინერი at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

05 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

07 May, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Data Center Operations, Electrical Infrastructure, Cooling Systems Monitoring, UPS Systems, ATS Systems, Power Distribution, Incident Response, Technical Documentation, BMS, DCIM, Electrical Safety Standards, Analytical Thinking

Industry

Banking

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან Data Center Operations Engineer-ს, რომელიც უზრუნველყოფს დატაცენტრის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტაბილურ და უწყვეტ ოპერირებას. პოზიცია მოიცავს ელექტრო და გაგრილების სისტემების მონიტორინგს, ოპერირებას და ინციდენტებზე რეაგირებას. პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ელექტრო ინფრასტრუქტურასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ეს პოზიცია იდეალურია ინჟინრისთვის, რომელსაც აინტერესებს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული სისტემები და მაღალი საიმედოობის გარემოში მუშაობა. კვალიფიკაცია რატომ არის ეს პოზიცია საინტერესო ინჟინრისთვის: მუშაობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარემოში, სადაც სისტემების საიმედოობა უმაღლესი პრიორიტეტია პრაქტიკული გამოცდილების მიღება მაღალი სიმძლავრის ენერგეტიკულ სისტემებთან (UPS, გენერატორები, ელექტროგანაწილება) მუშაობა თანამედროვე Data Center ინფრასტრუქტურასთან და მონიტორინგის სისტემებთან შესაძლებლობა შეისწავლოთ ენერგეტიკული სისტემების ოპერირება რეალურ ოპერაციულ გარემოში მონაწილეობა ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და გაუმჯობესების პროცესში ძირითადი მოვალეობები დატაცენტრის ინფრასტრუქტურის უწყვეტი ოპერირების უზრუნველყოფა გაგრილების სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი დატაცენტრში ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი განსაზღვრული ნორმების ფარგლებში ელექტრომომარაგების სისტემების მონიტორინგი და კონტროლი (UPS, ATS, ელექტროგანაწილების პანელები) დატაცენტრის ენერგომოხმარების მონიტორინგი და ანალიზი მონიტორინგისა და ალარმების სისტემებიდან მიღებულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება ელექტრო და გაგრილების სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების პირველადი დიაგნოსტიკა პრობლემების ესკალაცია შესაბამის აუთსორსინგ კომპანიებთან აუთსორსინგ კომპანიებთან კომუნიკაცია და ტექნიკური სამუშაოების კოორდინაცია დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების პროცესში მონაწილეობა საოპერაციო დოკუმენტაციისა და ინციდენტების ჩანაწერების წარმოება უსაფრთხოების და ოპერაციული პროცედურების დაცვა დატაცენტრის სივრცეში დამატებითი პასუხისმგებლობები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება (დენის გათიშვა, გაგრილების სისტემის ავარია) ინფრასტრუქტურის სისტემების პერიოდული შემოწმება და მდგომარეობის შეფასება ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შეთავაზება საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიაში, ენერგეტიკაში, მექანიკაში ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში ელექტრო ინფრასტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია დამატებითი ინფორმაცია კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდილება, მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა: UPS სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა და მონიტორინგის გამოცდილება ATS სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა გენერატორების მუშაობის და ოპერირების ცოდნა ელექტროგანაწილების სისტემების ცოდნა (LV / MV Distribution) დატაცენტრის ან სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერირების გამოცდილება გამოცდილება BMS / DCIM / მონიტორინგის სისტემებთან მუშაობაში გამოცდილება ენერგომოხმარების მონიტორინგისა და ანალიზში ცოდნა ელექტრო უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
Ensure the stable and continuous operation of critical data center infrastructure, focusing on electrical and cooling systems. Responsibilities include monitoring power consumption, responding to alarms, and coordinating technical maintenance with outsourcing companies.
Loading...