ექსპლოატაციის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება at TBCBANK
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

11 Aug, 26

Salary

0.0

Posted On

13 May, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Operations Management, Contract Management, Logistics, Vendor Coordination, Expense Analysis, Resource Optimization, Jira, Office Software, Communication, Time Management, Problem Solving, Teamwork

Industry

Banking

Description
Company Description ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. Job Description როლის მიმოხილვა ექსპლოატაციის მენეჯერი პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების შეუფერხებელი ექსპლოატაციის უზრუნველყოფაზე, შესაბამისი მომსახურებების კოორდინაციასა და კონტრაქტების ეფექტურ მართვაზე. როლი მოიცავს ექსპლოატაციასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვას, მონიტორინგს, კონტროლს და ოპტიმიზაციას, მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობას, ხარჯების ანალიზსა და ოპერაციული პროცესების უწყვეტ მხარდაჭერას. პოზიცია მოითხოვს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, შედეგზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება. ძირითადი პასუხისმგებლობები ოპერაციული და ექსპლოატაციის პროცესების მართვა • ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების მხარდაჭერის უზრუნველყოფა შიდა რესურსებისა და მომსახურე კომპანიების გამოყენებით. • ექსპლოატაციის ჯგუფის მართვაში არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება, არსებული კონტრაქტების პირობების, ვადებისა და შესრულების კონტროლი. • არსებული კონტრაქტების ანალიზი, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. • მომსახურე კომპანიებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი. ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა • საკასო ტექნიკის მომსახურების კონტროლი და საჭირო სერვისებისა თუ ტექნიკის დროული უზრუნველყოფა. • სარეკლამო აბრების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანებების დაფიქსირება და რეაგირების ვადების კონტროლი. • ფილიალებსა და სათაო ოფისებში მცენარეების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი. • დაკეტილი და აქტიური ფილიალების აღრიცხვისა და შესაბამისი მონაცემების მართვა. ადმინისტრაციული და საკონტროლო ფუნქციები • დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ატვირთვა და ვადების კონტროლი შესაბამის სისტემებში. • Jira-ს მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება. • კომუნალური ხარჯების ფაილების წარმოება, ანალიზი და კონტროლი. • ექსპლოატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემატური მართვა. Qualifications • უმაღლესი განათლება. • ლოგისტიკის, ექსპლოატაციის ან მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. • ეფექტური კომუნიკაციის უნარი. • გუნდური მუშაობის უნარი. • ყურადღებიანობა და თავაზიანობა. • დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი. AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა . პროფესიული კომპეტენციები შედეგებზე ორიენტაცია • სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვა და ორგანიზება. • რესურსების ოპტიმალური გამოყენებით დასახული მიზნების შესრულება. • შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომის დემონსტრირება. • რისკებისა და შესაძლებლობების დროული იდენტიფიცირება. შიდა კლიენტებზე ფოკუსირება • შიდა კლიენტების მოთხოვნების ეფექტურად მართვა და მხარდაჭერა. • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების მუდმივი ძიება. • სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა. ცვლილებებთან ადაპტაცია • ახალი მიდგომებისა და იდეების ინიციირება. • ცვლილებებზე სწრაფი და კონსტრუქციული რეაგირება. • პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა. თანამშრომლობა • ინფორმაციის ეფექტური გაზიარება. • გუნდის მხარდაჭერა და საერთო შედეგებში აქტიური მონაწილეობა. • კოლეგებთან კონსტრუქციული კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრაში ჩართულობა. Additional Information TBC processes the personal data of the candidate in order to determine the suitability of the candidate for the vacancy, in accordance with the requirements of the Law of Georgia on Personal Data Protection. Information about the candidate may also be processed to determine the suitability of the candidate for future vacancies. Information about the candidate is stored for a maximum of 3 years. In case you do not want further data processing, want to change or delete data, please follow the link and contact us through the communication channels located at the same link https://tbcbank.ge/en/privacy-policy TBC shares its information with companies included in the TBC Bank Group PLC. Subsidiary companies also ensure personal data processing in accordance with the law. If you do not wish to share your data with TBC Group companies, please contact us at the same link https://tbcbank.ge/en/privacy-policy TBC conducts the selection process of candidates in compliance with the requirements of the Law on the Elimination of All Forms of Discrimination and the principles of equal treatment of persons and eliminates discrimination against persons on any grounds. If you see signs of discriminatory treatment, contact us: 032 2 27 27 27 *1998; We will contact you only those who will pass the first stage of selection and will be granted candidate status. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
Responsibilities
The Operations Manager ensures the smooth functioning of bank branches, service centers, and head offices by coordinating services and managing contracts. This includes monitoring technical infrastructure, managing vendor relationships, and optimizing operational costs.
Loading...