Web Developer at Cellfie Mobile
Tbilisi, , Georgia -
Full Time


Start Date

Immediate

Expiry Date

16 Sep, 26

Salary

0.0

Posted On

18 Jun, 26

Experience

2 year(s) or above

Remote Job

Yes

Telecommute

Yes

Sponsor Visa

No

Skills

Html5, Css3, Scss, Javascript, Typescript, React, Rest Api, Git, Responsive Web Design, Agile, Scrum, Ui/Ux Design, Front-End Development, English B2+

Industry

Telecommunications

Description
კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Web Developer-ის როლზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი ამ როლში შენ: **განავითარებ და უზრუნველყოფ ვებ აპლიკაციების გამართულ მუშაობას **შექმნი თანამედროვე, სწრაფ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ინტერფეისებს UI/UX დიზაინების საფუძველზე **შეიმუშავებ მრავალჯერადი გამოყენების (Reusable) Front-End კომპონენტებს **უზრუნველჰყოფ Front-End აპლიკაციების ინტეგრაციას Backend API-ებთან **იზრუნებ სხვადასხვა ბრაუზერსა და მოწყობილობაზე პლატფორმის გამართულ მუშაობასა და ადაპტირებადობაზე **ითანამშრომლებ Product Owner-თან, UX/UI დიზაინერებთან, Backend დეველოპერებთან და QA ინჟინრებთან ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის **ჩაერთვები Agile/Scrum პროცესებში, მათ შორის Sprint Planning-ში, Review-სა და Retrospective-ებში **მონაწილეობას მიიღებ კოდის მიმოხილვებში (Code Review) და დაიცავ განვითარების საუკეთესო პრაქტიკებს **გამოავლენ და აღმოფხვრი სისტემურ ხარვეზებსა და ტექნიკურ პრობლემებს **ხელს შეუწყობ ვებ აპიკაციების უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს: ტექნიკური ცოდნა: **HTML5 **CSS3 / SCSS **JavaScript (ES6+) **TypeScript **React **REST API-ებთან მუშაობის გამოცდილება **Git პროფესიული გამოცდილება: **Front-End Development-ის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება **Production გარემოში ვებ-აპლიკაციების შექმნისა და მხარდაჭერის გამოცდილება **Responsive Web Design-ის პრაქტიკული გამოცდილება **Agile/Scrum მეთოდოლოგიებით მუშაობის გამოცდილება პიროვნული უნარები: **ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი **ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი **დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი ინგლისური ენის ცოდნა B2+ გამოგვიგზავნე განაცხადი, და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2026. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: • პასუხისმგებლობას (Ownership) • საქმის ხახრისხიან შესრულებას • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: • დასახო ამბიციური მიზნები • თამამად გამოხატო შენი აზრი • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი • ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Responsibilities
Develop and maintain high-performance web applications with a focus on user-centric interfaces and reusable Front-End components. Collaborate with cross-functional teams including Product Owners and Backend developers within an Agile/Scrum framework to improve digital user experiences.
Loading...